მსხვილი გარიგების შედეგად, "სილქნეტი" "ჯეოსელს" შეიძენს. შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან უკვე მიღწეულია და გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
ინფორმაციას "სილქნეტის: ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს:
"სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიების გაერთიანება უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისების უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე.",- წერია განცხადებაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვის დასრულება დაგეგმილია 2018 წლის პირველ ნახევარში.