თბილისში ორ ბავშვს ეძებენ.
დაკარგულები 13-14 წლის გოგონები არიან, ისინი ერთ სკოლაში სწავლობენ.
როგორც ერთ-ერთი ბავშვის დედამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გოგონები გუშინ სკოლიდან სახლში აღარ დაბრუნდნენ, 14:00 საათის შემდეგ კი, მათთან ვეღარ ხერხდება ვერც სატელეფონო კომუნიკაცია.
ბავშვები 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. ბოლოს ისინი სწორედ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომრებზე: 593737492; 577160080