"დადიან და ამოწმებენ მანქანებს გაძარცვის მიზნით"

2025-04-10 18:08:03

სოციალურ ქსელში, რუსთავის ერთ-ერთ ღია ჯგუფში, მომხმარებელმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ უცნობი პირები კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს გატეხვისა და შემდგომ გაქურდვის მიზნით აზიანებენ.

"დადიან, აზიანებენ და ამოწმებენ მანქანებს გაძარცვის მიზნით", - წერს მოქალაქე.

როგორც ირკვევა, კადრები გადაღებულია შარტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი კორპუსის ეზოში.

სოციალური ქსელის მომხმარებლები კომენტარებში წერენ, რომ მსგავსი ფაქტები საკმაოდ გახშირდა და ზოგ შემთხვევაში, მანქანიდან სხვადასხვა ნივთების წაღებითაც სრულდება.