ავტომობილი აფთიაქში შევარდა

2025-04-08 16:57:59

ქუთაიში, მარი ბროსეს ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სააფთიაქო ქსელ "პეესპეს" ფილიალში შევარდა.

ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ "ინფო იმერეთმა" გაავრცელა.

მათი ცნობით, ავარიის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.