ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ასაკოვანი ქალი მოკლეს.
მოკლული ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მეზობლებმა იპოვეს. მეზობლების ცნობით, ქალი მარტო ცხოვრობდა.
ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალი უცნობია.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.