ხიდიდან მანქანა მდინარეში გადავარდა

2025-03-27 11:04:05

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.

საფიჩხიაზე, ქალაქის გასასვლელში, წყალწითელას ხიდიდან მანქანა მდინარეში გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.