თბილისში მთაწმინდის მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის რუსთაველი ახალგაზრდა, ლევან დვალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 31 წლის ლევანი შენობის ჩამონგრევის მომენტში რამდენიმე მეგობართან ერთად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ნგრევის შედეგად ახალგაზრდა რუსთაველი ადგილზე დაიღუპა, 3 პირი კი დაშავდა.
არსებული ცნობით, პარკინგის მიმდებარედ არსებულ შენობაში მოქალაქეები სურათის გადასაღებად ხშირად შედიოდნენ ხოლმე.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.