რუსთავი-სპორტის სასახლის ავტობუსის გასვლის ლოკაცია შეიცვალა

2025-03-19 17:37:26

რუსთავი-სპორტის სასახლის ავტობუსის გასვლის ლოკაცია შეიცვალა.

ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალურმა ავტოტრანსპორტმა გაავრცელა.

მათი ცნობით, 19 მარტიდან სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრების აყვანას ქიმიკოსთა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად რუსთავის რკინიგზის სადგურიდან გავლენ.