ქვემო ქართლში ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა

2025-03-16 12:23:11

დმანისში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა.

ინფორმაციას ამის შესახებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს.
მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.