"თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა"

2025-03-16 12:16:26

"მთის ამბების" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ წეროვანში, ავტობანზე თავს დაესხა შეირაღებული სპეცრაზმელი.

მისივე თქმით, ავტომობილი, რომელშიც თავდამსხმელი ზის, მათ მანქანას კვლავ უკან მიყვება თბილისისკენ მომავალ გზაზე. ჟურნალისტის თქმით, თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა და მას ამ შემთხვევის ამსახველი კადრები გადაღებული აქვს.

„თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით – BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ. შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. ინციდენტის გადაღება როდესაც ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარზე მათ კომენტარს ამ დრომდე ველოდებით.