გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წალმდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა, გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შეეჯახა.
საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პირი, რომელიც მსუბუქ მანქანას მართავდა, ადგილზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.