მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ მსახიობი ბრალს არ აღიარებს, მან საპროცესო გარიგებაზეც უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ "ბახალა" 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ, დღეს დაახლოებით 3 საათზე გახდა ცნობილი.