სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც გოგონა მართავდა, გზიდან გადავარდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.