ავტომობილის საბურავის გამოცვლისას საბურავი გასკდა და ხელოსანს მოხვდა

2025-03-06 15:42:51

ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ვულკანიზაციაში მომხდარი შემთხვევისას ერთი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილის საბურავის შეცვლისას დროს საბურავი გასკდა და ხელოსანს მოხვდა.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.