ქვემო ქართლში ორი ადამიანი დაჭრეს

2025-03-04 00:01:52

მარნეულში ორი ადამიანი დაჭრეს.

ადგილობრივი მედიის 24news-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ჩაის კაფესთან სიტყვიერი კამათი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ორი შუახნის კაცი დაჭრეს.

დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.