ესტონეთში 55 ქართველს, ლიეტუვაში კი კიდევ 74 შესვლა აეკრძალა

2025-03-03 16:57:06

ესტონეთში 55 ქართველს, ლიეტუვაში კი კიდევ 74 შესვლა აეკრძალა.

"ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებსა და სხვა პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს",- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნა განცხადებაშია აღნიშნული.

მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებსა და დეპუტატებს ავუკრძალეთ

ლიეტუვაში კი კიდევ 74 ქართველს აეკრძალა შესვლა.

"ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ," - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.