იტალიაში 5 ბოთლი შამპანიურის ქურდობისთვის ქართველი დააკავეს

2025-03-02 14:15:43

იტალიაში 34 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას იტალიური პოლიცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ერთ-ერთ მაღაზიაში ძვირადღირებული 5 ბოთლი შამპანიური მოიპარა.

პოლიციის ინფორმაციით, მოპარული ალკოჰოლური სასმმლის ღირებულება 2500 ევრო იყო.