ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2025-03-02 10:52:02

საბადურის ტყეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სასწრაფოების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, ერთი კი დაშავებული.

დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.