დიდთოვლობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა.
"გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯია აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
ეს ამბავი გუშინ საღამოს, 6 საათისთვის მოხდა და მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია მედიებს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.