ქვემო ქართლში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდულია

2025-02-25 11:07:10

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.