რუსთავში მამა-შვილმა მეზობელს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ძველ რუსთავში, ერთერთ ქუჩაზე მამა-შვილსა და მათ 60 წლამდე მეზობელს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა და ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა.
70 წლამდე და 40 წლამდე კაცებმა მეზობელი სცემეს.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია, მამა-შვილი მალევე დააკავეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.