რკინიგზაზე ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა

2025-02-13 11:55:14

სამგორში, რკინიგზაზე ერთ-ერთ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უფუნქციო ვაგონში იყო და შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშვლო ეკიპაჟი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.