ხანძარს კაცი ემსხვერპლა

2025-02-12 13:30:15

ზუგდიდში ხანძარს 80 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

ცეცხლი ბორჯომის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მას, სავარაუდოდ, ეძინა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.