ხანძარი რუსთავში საცხოვრებელ სახლში.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ცეცხლი, VI მიკრორაიონში, პირველ სართულზე ერთერთი ბინის დერეფანში ხის მასალას წაეკიდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი იყო მობილიზებული. სახლში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მოხდა ევაკუაცია და გამოიყვანეს ქალები და ბავშვები.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.