რუსთავში 5 სალონი შეამოწმეს

2025-02-03 18:59:50

დეკემბრის თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა შემოწმება 5 სალონში ჩაატარა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

ლალი დეკანოსიძის განცხადებით, 5 სალონს პირველადი შემოწმება ჩაუტარდა, ხოლო გადამოწმება არცერთ არ ჩატარებია.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.