დაკარგული 14 წლის ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

2025-01-31 16:19:47

14 დღეა ბა­თუმ­ში და­კარ­გულ 14 წლის მო­ზარდს, ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძეს უშე­დე­გოდ ეძე­ბენ.

ბავშვი 16 იან­ვარს, 22:00 სა­ა­თი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და.

ალექ­სან­დრე ბა­თუ­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მე­ცხრე კლა­სის მოსწავლეა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ მისი პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტე­ლე­ფო­ნი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სკამ­ზე იპო­ვეს, თურ­მე კა­მე­რებ­ში ჩანს, სა­ნა­პი­როს­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ჭიც და მას შემ­დეგ კვა­ლი ქრე­ბა.

ბავშვის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"პირველ რიგში მივმართავ ალექსანდრეს, დე. ნურაფრის გეშინია, დე.  გთხოვ გამოჩნდი, ჩემამდე მოდი და ყველა შენი პრობლემა იქნება განულებული. ასევე მივმართავ საზოგადოებას: მხოლოდ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  დაეყრდენით. მე ორი სიტყვით მაინც დავწერ, რომ ჩემი ალექსანდრე ვნახე", - ამბობს ალექსანდრეს დედა.