რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები 2024 წლის 1 იანვრიდან 1 7 448 926 მგზავრს მოემსახურა.
ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან მიაწოდეს.
მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვითვე, გასულ წელს თბილისის-ისნის ავტობუსი 1 478 590 მგზავრს მოემსახურა. ხოლო თბილისი-სპორტის სასახლის ავტობუსმა, რომელიც სექტემბრიდან დაინიშნა, 168 270 მგზავრის გადაყვანა შეძლო.
ავტობუსებით უბილეთოდ მგზავრობის გამო 2024 წელს 1320 მგზავრი დააჯარიმეს.