თბილისში, არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მე-8 კლასელი ბიჭის გადარჩენა მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. თხრილი, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.