ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ქართლში

2025-01-29 12:02:53

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა და ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამეიდიცნო დაწესებულებაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.