მეცხრე დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ

2025-01-21 13:59:51

თბილისში მეცხრე დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ. 

1988 წელს დაბადებული  ლევან ჯანგულაშვილი ბოლოს 12 იანვარს საღამოს 7 საათზე გოძიაშვილის ქუჩაზე ნახეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი არ ჩანს. 

ახლობლების ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. 

თუ დაკარგულთან დაკავშირებით ფლობთ რაიმე სახის ინფოემაციას, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 555 22 03 37.