თურქეთში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

2025-01-21 11:36:53

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა.

ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, ხანძარი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩნდა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 6 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.