ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
უშუალოდ IV კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან, თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული.
2023 წელთან შედარებით, შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის გაზრდილი. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ტურიზმის შემოსავლების ზრდა 10%-ს აღწევს.
ათი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:
რუსეთი - 850.1 მლნ დოლარი;
თურქეთი - 612.3 მლნ დოლარი;
ევროკავშირის ქვეყნები - 571.1 მლნ დოლარი;
ისრაელი - 436.5 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი - 168.5 მლნ დოლარი;
სომხეთი - 157.4 მლნ დოლარი;
ირანი - 151 მლნ დოლარი;
უკრაინა - 149 მლნ დოლარი;
საუდის არაბეთი - 122.1 მლნ დოლარი;
ბელორუსი - 96.3 მლნ დოლარი;
2023 წელთან შედარებით რუსი ვიზიტორებიდან შემოსავლები 9.4%-ით შემცირდა. 3%-ით შემცირდა თურქეთიდან მიღებული შემოსავლებიც. რაც შეეხება ევროკავშირის ჯგუფს, სადაც დიდი ბრიტანეთიც შედის, ზრდა თითქმის 4%-ია. 41%-იანი ზრდაა ისრაელის შემთხვევაში, ხოლო აზერბაიჯანელი ვიზიტორები დანახარჯები 2023 წელთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, 2.4%-იანი კლებაა სომხეთის შემთხვევაში. 17%-იანი ზრდა ფიქსირდება ირანიდან, ხოლო საუდის არაბეთიდან - 21%-იანი. თითქმის 19%-ით შემცირდა უკრაინიდან შემოსავლები, ბელორუსიდან კი 6%-ით.