ხანძარს ერთი ადამიანის სიცოხცხლე ემსხვერპლა

2025-01-17 20:32:19

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხანძარს ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარი "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რკინიგზის სადგურის შენობაში გაჩნდა. დაღუპული, სავარაუდოდ, დაცვის სამსახურის თანამშრომელია.

ამ დროისთვის, უცნობია, რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის, მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.