ბათუმში მოზარდი დაიკარგა.
მე-9 კლასის მოსწავლეს, ალექსანდრე მიქელაძეს მეორე დღეა ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში ოჯახი და შესაბამისი სტრუქტურები არიან ჩართული.
"2025 წლის 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე!
პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე!", - წერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა.
ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 555 10 55 00 ან 571 01 24 21