დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა.
ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.
შეგახსენებთ, რომ ლოზუნგით - „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.
აყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები უერთდებიან.