15-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

2025-01-15 12:50:28

15-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
15 იანვარს ქ. თბილისში  შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 - 17 იანვარს  მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +11 +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16 -17 იანვარს  +6,+8 გრადუსამდე დაიწევს.
 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 - 17 იანვარს  მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +14 +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს  +5,+7 გრადუსამდე დაიწევს.
 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 - 17 იანვარს  მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ჰაერის ტემპერატურა 15 იანვარს დღისით +10 +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 16-17 იანვარს  +3,+5 გრადუსამდე დაიწევს.
 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 - 17 იანვარს მოსალოდნელია  თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-17 იანვარს შესაძლებელია წვიმა, 16-17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
 კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15  იანვარს  შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი, 16-17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით   +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება.
 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 –17 იანვარს   მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით.  ჰაერის ტემპერატურა დღისით  +3+5 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1  გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.