რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, სადაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ავარიის შედეგად დაშავებული ორი 20 წლამდე ბიჭი შეიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, ერთ-ერთ პაცეინტს ყბა-სახის დაზიანება აღენიშნება და ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო მეორე პაციენტს მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე გაჩერებულ "მერსედესის" მარკის ავტომობილს მოპედი დაეჯახა.