რესტორან “ბაბილოდან” მოსამართლეების გამოსაყვანას პოლიციამ ბელიაშვილი გადაკეტა.
რესტორანთან სამართალდამცავთა უპრეცედენტო მობილიზებაა. მოსამართლეთა რესტორნიდან გამოსაყვანად, მათ ქუჩა გადაკეტეს და კორიდორი გააკეთეს, საიდანაც მოსამართლეების გაყვანა მოხდება.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც.
რესტორანთან, რომელშიც მოსამართლეთა კორპორატიული იმართება, ვითარება არაერთხელ დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილეც დააკავეს.