დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში "ერთობის ჯაჭვი" შეიკრა.
ცოცხალ ჯაჭვში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგნენ.
ცოცხალი ჯაჭვის აქციას შეუერთდა რუსთავიც. რუსთაველები რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბნენ და საბოლოოდ კი ერთმანეთს შეუერთდნენ და ერთიანი ჯაჭვი შეკრეს.
პერფორმანსი ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს ჰიმნის შესრულებით დასრულდა.
მოქალაქეები უკვე 31-ე დღეა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.