მარნეულში, სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაიცვალა

2024-12-25 12:32:52

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.

"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები," - წერია განცხადებაში.