თურქეთში, საწარმოში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

2024-12-24 13:54:01

თურქეთში, ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება ბალიქესირის პროვინციაში მდებარე საწარმოში მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ბალიქესირის პროვინციის გუბერნატორის, ისმაილ უსტაოღლუს განცხადებით, აფეთქების შედეგად საწარმოს ნაწილი ჩამოინგრა.