"ხორუმით ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი ოპერასთან გაჩერდებიან, საიდანაც ცეკვით პარლამენტამდე მივლენ.
გზის სავალ ნაწილზე მდგომი ავტომანქანები სიგნალებით დემონსტრანტების მხარდაჭერას გამოხატავენ. ამასთან, ისმის შეძახილები, "საქართველოს გაუმარჯოს".