ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში მდინარემ კაცი გაიტაცა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ადიდებული მდინარის გადალახვა ცადა, თუმცა დინებამ წაიღო.
მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მომხდართან დაკავშირებით “ინფო რუსთავი” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.