ახალციხე-ფერსას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟე ადგილზე ქალისა და მამაკაცის ცხედარი დახვდა, ერთი დაშავებული კი ახალციხის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა.