რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს სიტყვიერი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.
ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ავტომობილებში ჩასვს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა