„ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული"

2024-12-09 16:34:24

ფოთის საკათედრო ტაძრის მღვდელი კირიონ უგრეხელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

„ვუყურებ კადრებს შეძრწუნებული და მსურს მივმართო იმ ადამიანებს ვინც 7 ნოემბერს იხსენებს, ამ დღეებში რამდენი 7 ნოემბერი დატრიალდა ამ ქვეყანაში, რატომ არ გაქვთ ისეთივე რეაქცია, როცა ქალ ჟურნალისტს მიწაზე აგდებენ და მის ოპერატორს თავში ურტყამენ? რატომ არ გაქვთ რეაქცია ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ცხვირ-პირ დამტვრეულებს რომ ხედავთ? ეს არ არის ქრისტიანობა, რომლის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სურდათ, ეს არის ადამიანების დაშინების, დამუნათების მორიგი მცდელობა, მაგრამ როდემდე...

შეუძლებელია თავისუფლების მოყვარე ადამიანები რაიმე ფორმით დაამუნათოთ!”- წერს სოციალურ ქსელში მამა კირიონ უგრეხელიძე