სახალხო დამცველის განცხადება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით, რომელსაც "ინფო რუსთავი" უცვლელად გთავაზობთ:
"სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი", - ნათქვამია განცხადებაში.