საპროტესტო მსვლელობა რუსთავში - დღე მე-4

2024-12-03 21:15:42

მეოთხე დღეა რუსთავში საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი და მთავრობის საწინააღმდეგო მსვლელობა იმართება.

აქციის მონაწილეებმა საფეხმავლო მსვლელობა წინა ორი დღის მსგავსად, დღესაც ქალაქის შემოსასვლელიდან, თამარ მეფის მოედნიდან დაიწყეს და ცენტრალური ქუჩების გავლით მერიის წინ თავისუფლების მოედანზე დაასრულეს.

მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ბანერები სხვადასხვა წარწერებით.

აქციის მონაწილეებს ცენტრალური ქუჩების საავტომობილო გზის ნაწილი ჰქონდათ დაკავებული.