თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. როგორც თურქული მედია იუწყება, რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სახელწოდებით „რუსეთი თურქების თვალით“ სიტყვით გამოდიოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან მაშინ ესროლა, როცა სიტყვით გამოსვლას ასრულებდა, თავდამსხმელმა სიტყვებთ – “ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, რუს დიპლომატს ხუთი ტყვია ესროლა. თურქეთის ელჩი ანდრეი კარლოვი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. თურქული ტელეკომპანია „NTV“-ს ინფორმაციით, კი თავდამსხმელი მამაკაციი უკვე ლიკვიდირებულია. მათივე ინფორმაციით, მისი ლიკვიდაცია საპოლიციო შტურმის შედეგად განხორციელდა.