შეუძლია თუ არა მეზობელს წყლის ჩაშვების გამო გიჩივლოთ

2024-11-27 15:14:52

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეები (მეზობლები) ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. ისინი ვალდებულები არიან ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნონ და იმგვარად გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური საკუთრება, რომ ამით მათ მეზობლებს არ მიადგეთ ზიანი.

აღნიშნული ნიშნავს, რომ ბინის მეპატრონემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ წყალი არ ჩავიდეს მისი მეზობლის ბინაში, მათ შორის განახორციელოს მილების პრევენციული შემოწმება, გამოცვლა, შეკეთება.

ბინაში წყლის ჩამოსვლის შემთხვევაში, ხშირად მესაკუთრეები აფიქსირებენ ფაქტს, პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის გამოყენება კი, ზარალის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში ხდება.

ინფორმაციისთვის, მსგავსი დავები საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, საკმაოდ ხშირია.